რაფას მისია - ის, რაც მისია!

პარიზში მოვლენები ძველი სცენარით განვითარდა

როდემდე? ალბათ, სანამ ის ჩოგბურთს ითამაშებს. უკვე აღარავის უკვირს, რომ ბულონის ტყეში მხოლოდ ერთი მეფე, ლომი, მგელი თუ რაც გნებავთ ის უწოდეთ დაიარება. მას ვერავინ აჩერებს, მისთვის გზის გადაღობვა უტოპიურად მოსჩანს.

 

2019 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი აგერ უკვე მეთორმეტედ რაფაელ ნადალი გახდა. ფილიპ შატრიეს სახელობის ცენტრალურ კორტზე, მან ეს ტრიუმფი მისთვის დამახასიათებელ სტილში აღნიშნა - ზურგზე დაეცა და ხელები სახეზე აიფარა. დიახ, ესპანელმა მატადორმა როლან გაროსი მეთორმეტედ მოიგო და ძნელად სავარაუდოა ეს უნიკალური მიღწევა ვინმემ ოდესმე გაიმეოროს. 

 

 

რაფამ წლევანდელი გრუნტის სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო. მონტე-კარლოში, ბარსელონასა და მადრიდში მას ხელი მოეცარა და იმ პერიოდში ბევრმა იფიქრა, რომ მეფე ვეღარ მეფობდა, მაგრამ რაფამ სკეპტიკოსების ვარაუდი მალევე გააქარწყლა. მან ჯერ რომის მასტერსი მოიგო და რაც მთავარია უმთავრეს ტურნირზე - დიდ სლემზე ყველას ბდღვირი ადინა.

 

ნადალმა თავისი მე-18 მეიჯორი ისე მოიგო, რომ ოდენ ორი სეტი დათმო. ერთი დავიდ გოფინთან, ხოლო მეორე ფინალში დომინიკ ტიმთან. ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ნადალს წინააღმდეგობა საწყის ორი სეტში გაუწია, შემდეგ კი თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. საბოლოოდ, რაფამ მეტოქეს 6:3, 5:7, 6:1, 6:1 მოუგო. ნიშანდობლივია, რომ ტიმმა როლან გაროსის ფინალში შარშანაც გააღწია და იქაც ნადალთან წააგო.

 

რაფაელ ნადალმა მისია შეასრულა. როლან გაროსი მისია!




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.