გრუნტიდან ბალახზე

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუდგარტშია

დასრულდა 2019 წლის  როლან გაროსის გათამაშება, სადაც ნაცნობი სცენარი ვიხილეთ. რაფაელ ნადალმა შანსი არავის დაუტოვა და საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მეთორმეტედ მოიგო.

 

სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის მეორე დიდი სლემის ტურნირზე თავი ვერაფრით გამოიჩინა და სტარტზევე დამარცხდა. ქართველი ჩოგბურთელი შტუდგარტშია და ბალახის საფარზე სათამაშოდ ემზადება. აღნიშნული შეჯიბრი საკმაოდ პრესტიჟულია, რაზეც იქ თავმოყრილი მაღალი დონის ჩოგბურთელების მონაწილეობაც მეტყველებს. თავად განსაჯეთ - ალექსანდრე ზვერევი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, ჟილ სიმონი, მილოშ რაონიჩი და სხვები. 

 

ტურნირის საპრიზო ფონდი 754 ათას ევროს შეადგენს და ის 250 სერიის კატეგორიას განეკუთვნება. ბასილაშილი კი შტუდგარტში მეოთხე ნომრად არის განთესილი და შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე მარტონ ფუქსოვიჩსა და ჯეიმი მუნარს შორის უკეთესი იქნება.

 

ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 117,050 ევროს გამოიმუშავებს. ნიკოლოზ ბასილაშვილს ქულები დასაცავი არ აქვს და შესაბამისად ყველა წრეში გამარჯვებას აქტივში ჩაიწერს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.