დე ლიხტი: დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა

რა ჰკითხა რონალდუმ დე ლიხტს მატჩის შემდეგ?

ერთა ლიგის ა დივიზიონის ფინალში, ერთმანეთს პორტუგალია და ჰოლანდია დაუპირისპირდნენ, შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც ფერნანდუ სანტუშის გუნდმა მოიპოვა.

 

მატჩის შემდეგ მედიასთან მატიას დე ლიხტმა ისაუბრა და ჟურნალისტებს მისი და რონალდუს დიალოგის შესახებ უამბო.

 

„თამაშის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში, ჩემთან კრიშტიანუ მოვიდა და მკითხა ვაპირებდი თუ არა იუვენტუსში გადასვლას. დავიბენი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. წაგებით გულდაწყვეტილი ვიყავი და სატრანსფერო თემებზე არ ვფიქრობდი. ახლა ყველაზე მეტად დასვენება მჭირდება და ჩემი მომავალიც ამის შემდეგ გაირკვევა,“ - განაცხადა დე ლიხტმა.

 

19 წლის მცველს აიაქსში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მისი გადაბირება იუვენტუსსა და ბარსელონას სურთ.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.