მაჟორული ნოტა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 3 მედლით დაასრულა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში, თავისუფალ ჭიდაობაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებს შორის, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ონელი მირიან მაისურაძე (86კგ) ავიდა, რომელმაც მიჯრით 4 მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა.

 

ქართველმა ფალავანმა, ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში სომეხი მეტოქე მარკოსიანი 3:2 დაამარცხა. მაისურაძეს მხარი  სხვა მოჭიდავეებმა ვერ აუბეს. ვგულისხმობთ ჩემპიონობას, თორემ საქართველოს ნაკრების ყულაბაში კიდევ ორი მედალი ჩაჩხრიალდა. გოგა მამიაურმა (74 კგ) და ვასილ ხვისტანმა (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

 

ამრიგად, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 3 მედლით დაასრულა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.