სოკ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზი შეაფასეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას 2024 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის მზადება განიხილა.
 

საფრანგეთის პრეზიდენტმა თომას ბახს და საფრანგეთის ეროვნული ოლიმპიური და სპორტის კომიტეტის პრეზიდენტს დენის მასელიას ელისეს სასახლეში უმასპინძლა. 

თომას ბახმა პარიზი-2024-ის შეფასებისას განაცხადა, რომ ამ მოკლე პერიოდში საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოები უთუოდ აღნიშვნის ღირსია.
IOC-ის პრეზიდენტი ასევე სტუმრობდა საფრანგეთის ეროვნულ ოლიმპიურ და სპორტის კომიტეტს, სადაც კითხვა-პასუხის ერთგვარ სესიაში მონაწილეობდა.

 

„ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში IOC საფრანგეთის ოლიმპიური სპორტული ფედერაციების გვერდით დგას. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რადგან მასპინძელ გუნდს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოლიმპიური თამაშების წარმატებისთვის და მხოლოდ სპორტულ ფედერაციებს შეუძლიათ ყოველივეში ხელშეწყობა,“ - განაცხადა თომას ბახმა.