აზარი: მესის ნუ მადარებთ

ბელგიელ ფეხბურთელს აზრი არც რეალში გადასვლის შემდეგ შეუცვლია

მადრიდის "რეალში" ახლახანს გადასული ედენ აზარი სამეფო კლუბის ქომაგების წინაშე ძალიან რისკავს. ბელგიის ნაკრებთან ერთად მყოფმა აზარმა პრესასთან ისაუბრა და ჟურნალისტებისგან მესის შესახებ დასმულ კითხვას პასუხი გასცა.

 

ბელგიელს შეახსენეს მისი კომენტარი, როდესაც მან არგენტინელი შეაქო და საუკეთესო მოთამაშე უწოდა. აზარის პოზიცია როგორც ჩანს არც "რეალში" გადასვლის შემდეგ შეცვლილა.

 

"მესისთან ჩემი შედარება არ შეიძლება. დიახ, ჩვენს შორის არის მსგავსებები, ორივენი პატარები და სწრაფები ვართ, მაგრამ მას მნიშვნელოვანი გოლები ყველა თამაშში გააქვს. ის შეუადარებელია და შეუდარებელს ვერ შევედრები.

როდესაც ფეხბურთელი ხარ გსურს, რომ საუკეთესო გუნდებისა და ფეხბურთელების წინააღმდეგ ითამაშო. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი კი დღეს ლეო მესია."

 

აზარისგან მსგავსი პირდაპირობა და თავისი შეხედულების ბოლომდე დაცვა ნამდვილად მისასალმებელია. ბევრი მოთამაშე გვინახავს, რომლებსაც კონკრეტულ გუნდში ტრანსფერის შემდეგ თავისი პოზიცია რადიკალურად შეუცვლია. აზარი ასე არ იქცევა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.