კრიშტიანუ რონალდუ: ჩემი ჩაგდებული სეზონი არ მახსენდება

ბოლო 16 წლის მანძილზე ბრწყინვალე ფორმაში ვარ, შეგიძლიათ ციფრებს გადახედოთ და ყველაფერი ცხადი იქნება

ერთა ლიგის ფინალში ჰოლანდიის ძლევის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს, ოქროს ბურთის შესაძლო მოგებაზე ჰკითხეს. მეგავარსკვლავმა განაცხადა, რომ წელს 3 ტიტული მოიგო და შესანიშნავი სეზონი აქვს.

 

„სამი ტიტული მოვიგე და ძალიან კარგი წელი მაქვს. საერთოდაც არ მახსენდება სეზონი როცა ცუდად ვითამაშე. ბოლო 16 წლის მანძილზე ბრწყინვალე ფორმაში ვარ, შეგიძლიათ ციფრებს გადახედოთ და ყველაფერი ცხადი იქნება.

 

ოქროს ბურთის მოგება? ეს მათ უნდა კითხოთ, ვინც ჩემ თამაშს აფასებს. საუკეთესო ფეხბურთელად კიდევ ერთხელ დასახელება რა თქმა უნდა ძალიან მინდა, ვნახოთ რა იქნება“, - თქვა პორტუგალიელმა.

 

რონალდუს მართლაც, რომ მშვენიერი სეზონი გამოუვიდა. გარდა იმისა, რომ პორტუგალიასთან ერთად ერთა ლიგა მოიგო, იუვენტუსში 43 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. 34 წლის ფეხბურთელმა ბიანკონერისთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.