ლავაში და პორტუგალია

რატომ უნდა შეცვალოს ყაზახეთმა საქართველო?

კვირას უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება დასრულდა. თუმცა, გაისად გაზაფხულზე საევროპისჩემპიონატო ფლეი ოფები გაიმართება, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პირველი გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული გუნდი გახდა. კრიშტიანუ და კომპანია ფინალურ რაუნდს მასპინძლობდნენ და ცხადია, ახალ თასს იქიდან ძნელად თუ ვინმეს გაატანდნენ. 

სხვათა შორის, ამ ახალ ტურნირს ბევრი სკეპტიკოსიც ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ ერთა ლიგა ზედმეტი ბარგია ისედაც გადატვირთულ გრაფიკში.

ხუმრობენ კიდეც, ახალი თასი ლავაშში შეხვეულ ქაბაბს ჰგავს.  

 

ვაღიაროთ, ერთა ლიგა ნახევრადამხანაგური ტურნირია. „კონკიების,“ ანუ საქართველოს დარი ნაკრებების ტურნირი, რომლებისთვისაც ეს ლამის ერთადერთი შანსია დიდ საფეხბურთო ზეიმზე მოსახვედრად. 

და ეს კარგია. ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, ვინც შარშან ნოემბერში საქართველო-ყაზახეთის მატჩზე სტადიონზე იყო. ხალხი ზეიმობდა. ფეხბურთის გამო ღირსებას გრძნობდა და ეს პატარა ამბავი არ არის. დარწმუნებილი ვარ, ასეთივე განწყობა ჰქონდა იმ საღამოს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს.

ბობოლები კი მას მაინც და მაინც არ სწყალობენ. შეიძლება ეს ჩემი მცდარი მოსაზრებაა, თუმც არა მგონია. ეგ არის, ყოველგვარ ახალწამოწყებას დრო და წონა სჭირდება. ის ფაქტი, რომ ახალი თასი პირველად სწორედ კრიშტიანუ რონალდუმ  ასწია, მას სამომავლოდ უფრო პრესტიჟულს გახდის.

 

ახლა ტურნირის ფლეი ოფები დარჩა სათამაშო, რომლებიც გაისად გაზაფხულზე გაიმართება. ანუ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე ჯერ არავინ გასულა. სხვებთან ერთად  A ლიგის წარმომადგენლებიც (პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია) ითამაშებენ.


უეფას დებულებაში წერია:

„2019 წლის ივნისში, A ლიგის ოთხი საუკეთესო, პლეი ოფის სისტემით, უეფას ერთა ლიგის გამარჯვებულს გამოავლენს.“


იქვე:

„ერთა ლიგიდან ფინალურ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა (სულ 4 საგზური) 2020 წლის მარტში, ფლეი ოფის სისტემით გაირკვევა. 16 ნაკრები (A, B, C, D ლიგებიდან) ნახევარფინალური და ფინალური მატჩების მეშვეობით გაარკვევს ოთხ საუკეთესოს. თუ რომელიმე გამარჯვებული ფინალურ ეტაპზე მანამდე, შესარჩევი ციკლიდან მოხვდა (რომელიც წლეულს ნოემბერში დასრულდება), მას შემდგომი გუნდი ჩაანაცვლებს.“

 

ანუ, თუ ვთქვათ, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ტურნირიდან გავიდა ფინალურ ეტაპზე, 2020-ის გაზაფხულზე, ბელარუსის წინააღმდეგ ყაზახეთის ნაკრები ითამაშებს, რომელმაც ჯგუფში „ჯვაროსნების“  შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.