გოლდენ სტეიტს მდგომარეობა შეუმსუბუქდა

ჩემპიონს ლიდერი დაუბრუნდა

გოლდენ სტეიტი სასწაულის იმედადაა. NBA-ს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდი სუპერფინალში ტორონტოსთან 1:3 მარცხდება, მოედნის უპირატესობა დაკარგული აქვს და მეხუთე მატჩის ჩატარებაც სტუმრად უწევს.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალიდან მოყოლებული, ოქროს შტატელებს გუნდის ლიდერი კევინ დურანტი აკლიათ, ხოლო გადამწყვეტ სერიაში მცირე ხნით კლეი ტომპსონიც დაკარგეს.

ამერიკულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 29 წლის ფორვარდმა გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა და კანადაში გაემგზავრა. როგორ ჩანს, დურანტი სრულ მზადყოფნაშია და მეხუთე მატჩში თამაშს მოახერხებს.

აღსანიშნავია, რომ მეომრებს სერია ასეთი მდგომარეობიდან ერთხელ უკვე დაუტრიალებთ, თანაც სწორედ კევინ დურანტის და ოკლაჰომას წინააღმდეგ.

დურანტი ჰიუსტონთან მეხუთე შეხვედრაში დაშავდა და მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო. კეი დი ამ სეზონში საშუალოდ 34.2 ქულას, 5.2 მოხსნას და 4.9 პასს აგროვებს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.