თურქეთი აღშფოთებულია: მიკროფონის ნაცვლად... ტუალეტის საწმენდი

თურქეთის ნაკრებმა ევროშესარჩევში საფრანგეთს 2:0 მოუგო და ახლა ისლანდიაშია მორიგი მატჩის ჩასატარებლად. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის აეროპორტში თურქების კაპიტან ემრე ბელოზოღლუს უხეშად გაეხუმრნენ.

როცა ემრე კომენტარს აკეთებდა, ერთ-ერთმა ისლანდიელმა ჟურნალისტმა პირთან ტუალეტის საწმენდი მიუტანა და თან ტელეფონით იღებდა.

 

ეს ის ემრეა, ჯერ კიდევ 2002 წლის მუნდიალზე რომ თამაშობდა და როგორც იცით, თურქეთი მაშინ მესამე ადგილზე გავიდა. ემრე 38 წლისაა. 

 

თურქები ჰყვებიან, რომ ისლანდიელებმა სამი საათი აცდევინეს რეიკიავიკის აეროპორტში. რამდენჯერმე შეუმოწმეს პასპორტი და ჩანთები.  

 

აი, რას წერს თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მდივანი იბრაჰიმ კალინი: "ისლანდიელებმა არასტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს არაადეკვატური საქციელია და პასუხის გაცემას იმსახურებს. თურქი ერი ნაკრებთან ერთადაა".    

 

თურქმა გულშემატკივრებმა კი სოციალური ქსელი ლამის „ააფეთქეს". ისინი იმუქრებიან, რომ ნოემბერში ისლანდიელებს სამაგიეროს ათმაგად გადაუხდიან.

„აქ ჯოჯოხეთიც კი სამოთხედ მოგეჩვენებათ".    

 

ისლანდია-თურქეთი 11 ივნისს გაიმართება.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.