ბეწვის ხიდი

მოქმედი ჩემპიონი არ ნებდება

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალი მოლოდინისამებრ  თვალსასეირო, დაძაბული და ტრამატულია. ტორონტო ერთ ნაბიჯში იყო ისტორიის დაწერასთან და საჩემპიონო ბეჭდის ჩახუტებასთან, მაგრამ როდესაც მეტოქედ მრისხანე გოლდენ სტეიტია საქმე მოთავებულად არასდროს უნდა ჩათვალო, თუნდაც სერიაში 3:1 იგებდე და ნანატრ ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება გაშორებდეს.

 

წინა მატჩებისგან განსხვავებით, რომლებშიც გოლდენ სტეიტმა შინაურ კედლებში ორი მარცხი იწვნია, მოქმედი ჩემპიონი კანადაში უკვე საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა. გუნდს დაუბრუნდნენ კლეი ტომპსონი და კევინ დურანტი, თუმცა ამ უკანასკნელმა ტრავმა ისევ გაიმიზეზა და პარკეტი იძულებით მეორე მეოთხედში დატოვა.

 

 

გოლდენ სტეიტმა კი ტორონტოს მინიმულური სხვაობით, 106:105 მოუგო და სერიაში ანგარიში შეამცირა - 2:3. სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა აქტივში შესაბამისად 31 და 26 ქულა ჩაიწერეს. ასევე 26 ქულით გამოირჩა ტორონტოს ვარსკვლავი კავაი ლეონარდი.

 

მომდევნო მატჩი, 14 ივნისს, უკვე ოკლენდში გაიმართება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.