პარკერს მობეზრდა

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული

ფრანგი კალათბურთელის, ტონი პარკერის წარდგენა სპორტის გულშემატკივრებისთვის ალბათ საჭირო არ უნდა იყოს. არცთუ ისე შორეულ წარსულში, მისი სახელი მსოფლიო მასშტაბით ქუხდა. ის პარკეტზე დაფრინავდა და სასწაულებს ჩადიოდა.

 

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ლეგენდარულმა პარკერმაც გადაწყვეტილება მიიღო. ის აქტიურ სპორტულ კარიერას ასრულებს.

 

„კალათბურთს აღარ ვითამაშებ. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ბევრმა ფაქტორმა მიბიძგა. ვაანალიზებ, რომ აღარ შემიძლია ვიყო ის ძველი ტონი პარკერი. ამიტომაც მომბეზრდა და აღარ მსურს კალათბურთის თამაში“ - ამბობს 37 წლის პარკერი.

 

ტონი პარკერმა სან ანტონიოს რიგებში 17 სეზონი გაატარა და ოქროს ბეჭედი 4-ჯერ მოიგო. 2018/19 წლების სეზონში კი მან 56 მატჩი ითამაშა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.