რომა დაცვის გაძლიერებაზე მუშაობს

ჯალოროსი მორიგი ტრანსფერისთვის ემზადება

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით,  იტალიური რომა დაინტერესებულია კოპენჰაგენის მცველით, დენის ვავროთი.  რომაელებს სლოვაკი ფეხბურთელის ზაფხულში შეძენა სურთ. 23 წლის დენისის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 12 მილიონი ევროა.

 

ვავრო კოპენჰაგენის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, რომელსაც თავის დროზე ჟილინადან შეურთდა. ამ სეზონში მან 50-ჯერ მოირგო გუნდის მაისური, ხოლო  დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ორი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს.

 

დენის ვავროს სლოვაკეთის ნაკრებში ორი ჩატარებული მატჩი აქვს, სადაც ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

 

ვავროს გარდა, რომას ინტერესის სფეროშია დონეცკის შახტარის ნახევარმცველი ტარას სტეპანენკოც.