ქურდი გასახდელში [ვიდეო]

რუსული საკალათბურთო გუნდი გაძარცვეს

კალათბურთის მოყვარულთ ეცოდინებათ, რომ არსებობს ტურნირი სახელწოდებით ვი-თი-ბი ლიგა, რომელიც პრესტიჟულ შეჯიბრად ითვლება და იქ გამარჯვება მონაწილე გუნდებისთვის სულერთი არ არის.

 

აღნიშნულ ტურნირში ევროლიგაში მყოფი გუნდებიც მონაწილეობენ, მაგალითათ ხიმკი და ცსკა. სწორედ ამ ორი რუსული გუნდის დაპირისპირების დროს, გასახდელში ინციდენტი მოხდა. უფრო სწორად ქურდობა. 

 

 

საკალათბურთო კლუბ ხიმკის გასახლედში პიროვნება შევიდა, რომელსაც აკრედიტაციაც ჰქონდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. მან კალათბურთელების ჩანთებს დაუარა და სხვადასხვა ნივთები მოიპარა. როგორც ჩანს, მან ვერ გაითვალისწინა, რომ გასახდელში შესაძლოა ვიდეოკამერა ყოფილიყო.

 

რაც შეეხება მატჩს, რომელიც ტურნირის ფინალური სერიის მესამე დაპირისპირება გახლდათ, ცსკამ ხიმკის მოუგო და ჩემპიონი გახდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.