დრაქსლერს პარიზში დარჩენა სურს

დრაქსლერი ჭორებს პასუხობს

ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ იულიან დრაქსლერმა შესაძლოა პსჟ დატოვოს. ამის შესახებ Bild-თან თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

 

„პსჟ-ს დატოვებას არ ვაპირებ.  ამ ეტაპზე კლუბთან საუბარი ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებით არ მქონია, ამიტომ ჯერჯერობით არაფერი ვიცი,“ თქვა გერმანელმა.

 

გასულ სეზონში დრაქსლერმა პარიზული გუნდის შემადგენლობაში 46 მატჩი ჩაატარა,  სადაც თავი 5 გოლითა და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

გავრცელდა ინფორმაცია რომ, 25 წლის გერმანელი ნახევარმცველის მომავალს ტოტენჰემს უკავშირებენ. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.