დი ფრანჩესკო სამპდორიას უახლოვდება

დი ფრანჩესკოს მომავალს სამპდორიას უკავშირებენ

ეუსებიო დი ფრანჩესკო სამპდორიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან ახლოსაა. Sportitalia-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში იტალიელი გენუურ გუნდს ჩაიბარებს. ამ პოსტზე 49 წლის სპეციალისტი მარკო ჯამპაოლოს შეცვლის, რომელიც კარიერას მილანში გააგრძელებს.

 

დი ფრანჩესკოსთვის ბოლო კლუბი რომა იყო, მანამდე იგი ვირტუს ლანჩანოს, პესკარას და სასუოლოს თავკაცი გახლდათ.