დურანტი გამოირიცხა

ჩემპიონის მდგომარეობა დამძიმდა

გოლდენ სტეიტმა კევინ დურანტი ისევ დაკარგა, თანაც უფრო დიდი დროით.

კეი დი თავდაპირველად დასავლეთ კონფერენციის ნახსვარფინალში, ჰიუსტონთან მეხუთე შეხვედრაში დაიმტვრა და მხოლოდ სუპერფინალის მეხუთე მატჩში დაბრუნდა. ოქროს შტატელთა ლიდერის დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა, იგი მეორე პერიოდში დაშავდა და პარკეტი სამედიცინო შტაბის დახმარებით დატოვა.

როგორც პირველი სამედიცინო დასკვნით დადგინდა, მეომრების 35-ე ნომერს ძალიან მძიმე დაზიანება აქვს. მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა და თამაში არათუ მიმდინარე სერიაში, შესაძლოა მიმდინარე წელს საერთოდ ვეღარ შეძლოს. დაბრუნების ვადები მინიმუმ ექვს თვეს უდრის.

ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია მოქმედი ჩემპიონის პრეზიდენტმა ბობ მაიერსმაც დაადასტურა.

გოლდენ სტეიტმა ტოტონტოს მეხუთე მატჩი - 106:105 მოუგო და მეექვსე შეხვედრას ორაკლ არენაზე, 14 ივნისს უმასპინძლებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.