მესი გრიზმანს ეპატიჟება

გრიზმანი და ნეიმარი ბარსელონას რადარზე.

მადრიდის რეალმა ედენ აზარი გაიფორმა და ახლა უკვე ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო თემა ანტუან გრიზმანია. არახალია, რომ ფრანგის დამატება ბარსელონას სურს. მეტიც,  Sport.es-ის ინფორმაციით, ატლეტიკოს ფორვარდის გადაბირებით ლეო მესია დაინტერესებული. ესპანური წყაროს ცნობით, არგენტინელი პირადად ესაუბრა გრიზმანს. ბარსას მეათე ნომერი თვლის, რომ ანტუანი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ბლაუგრანას სჭირდება.

 

მსოფლიო ჩემპიონმა სეზონის დამთავრების შემდეგ, განაცხადა რომ ზაფხულში გუნდს დატოვებს, ამის შემდეგ მას სწორედ ბარსელონას უკავშირებენ. როგორც ჩანს ეს ინტერესი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბარსელონა მოლაპარაკებებს პსჟ-სთანაც აწარმოებს. არახალია, რომ ესპანურ გრანდს ფრანგული გუნდიდან ნეიმარის დაბრუნება სურს. ბრაზილიელმა ბლაუგრანაში 4 წელი გაატარა, ხოლო მისი ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ამჟამად ნეიმარს კოჭის ტრავმა  აქვს და რამდენიმე კვირა იუქმებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.