"ნარკომანი, ლოთი და მოძალადე" - ახალი დეტალები ნეიმარის საქმეში

"მინდა ვიდეო გამოვაქვეყნო"... "ახალი ადვოკატი ეძებე"

ნეიმარის სკანდალი გრძელდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი და მოდელი ნაილა ტრინიდადე ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრში არიან. ტრინიდადე პსჟ-ს ვარსკვლავს გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმე სასამართლომდეა მისული. 


ბრაზილიურმა ტელევიზიამ მოდელს და მის ადვოკატს შორის სოციალურ ქსელში მიმოწერის კადრები გამოაქვეყნა, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ 27 წლის ფეხბურთელი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 


"დღეს უნდა გამევლო სამედიცინო შემოწმება? არ მეგონა თუ ბრაზილიაში ცოცხალი დავბრუნდებოდი. ვაპირებდი, რომ მისთვის პარიზში მეჩივლა, მაგრამ შევშინდი, ის გიჟია ღმერთო ჩემო",-დაიწყო საუბარი ტრინიდადემ


"კანონი შენს მხარესაა, თუ გაქვს ფოტოები, ეს საკმარისია. როდესაც ცოტას დაისვენებ, გამომიგზავნე ფაქტები",-პასუხობს ადვოკატი.


ტრინიდადე: "მან მცემა და ჩემს ნაცემ საჯდომს ფოტოები გადაუღო, მეგობრებისთვის რომ ეჩვენებინა. ნეიმარმა მცემა და გამაუპატიურა, ის მთვრალი და ნარკოტიკებით გაბრუებული იყო, რაზეც მერე მიმოწერაშიც მითხრა. ის ნარკოტიკების მომხმარებელი, ლოთი და მოძალადეა, მისი საზოგადოებაში და ბავშვებთან ურთიერთობა არ შეიძლება. ნეიმარი საფრთხეს საკუთარი თავისთვისაც კი წარმოადგენს". 


რამდენიმე საათის შემდეგ, მოდელმა ადვოკატს მიწერა: "ვიდეოს ვაქვეყნებ, არ მინდა, რომ ნეიმარი ამ ამბიდან ასე მარტივად და ბედნიერად გამოძვრეს. არ ვაპირებ მას რამე შევარჩინო". 


ამას ადვოკატის გაცხარება მოჰყვა, რომელმაც კლიენტს ურჩია, რომ სასამართლოს დალოდებოდა და ფაქტები პროცესისთვის შეენახა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საქმიდან გავიდოდა.

 

ამ ვიდეოში კი საპირისპირო რამ ჩანს...




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.