ალფონსო დევისი: ბაიერნს სანეს შეძენა სურს

დევისი: დარწმუნებული ვარ, მექნება შანსი რომ გავიბრწყინო

ბაიერნის თინეიჯერი ვარსკვლავი, ალფონსო დევისი ლეროი სანეს ბაიერნში გადასვლას მიესალმება. მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერმა კანადელმა რეკორდმაისტერის შემადგენლობაში სულ რაღაც 74 წუთი ითამაშა, გერმანიაში ბედნიერია და კონკურენცია არ აშინებს:

 

„კლუბისგან ზეწოლას არ ვგრძნობ. ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს სურთ, რომ ეტაპობრივად ვპროგრესირებდე. კანადელი ბიჭისთვის MLS-დან მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო გუნდში თამაში რთული გამოწვევაა. ბაიერნში ჩემი გეგმა მაქვს დასახული და მომავალში ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება.

 

მე, სერჟ გნაბრისა და კინგსლი კომანს თამაში გვწყურია. დარწმუნებული ვარ ქვექნება შანსი რომ გავიბრწყინოთ.

 

კლუბის ხელმძღვანელებმა როგორც ჩემში, ასევე სანეში რაღაც განსაკუთრებული დაინახეს. ამიტომაც მიყიდეს და ამიტომაც უნდათ ლეროის შეძენა. თუ სანე ჩვენთან გადმოვა, მე შემეძლება მისგან ბევრი ვისწავლო, ის ხომ მისი კლუბისა და ქვეყნის საუკეთესო ვინგერია“ - განაცხადა ალფონსო დევისმა.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.