ერთ მდინარეში მეორედ?

იტალიელმა ჟურნალისტებმა ესპანელი მწვრთნელი ლონდონში გაუშვეს

ლონდონის ჩელსი ახალი მწვრთნელის ძიებაშია. მართალია, მაურისიო სარის არისტოკრატები ჯერ ოფიციალურად არ დაუტოვებია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ იტალიელი სპეციალისტი იუვენტუსს ჩაიბარებს. იტალიური გამოცემების მტკიცებით, ტურინული კლუბი სარის უახლოეს ორ დღეში კონტრაქტსაც გაუფორმებსო.

 

ამასობაში კი ჩელსიმ  თვალი რაფაელ ბენიტესს დაადგა. ყოველშემთხვევაში პოპულარული იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ამ ინფორმაციას დაჟინებით ამტკიცებს. უფრო მეტიც - ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები დაწყებულია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო.

 

თავისმხრივ, ბენიტესს ნიუკასლთანაც, სადაც უკვე 3 წელია მუშაობს განახლებულ კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. როგორც ჩანს საქმე გასამრჯელოს ეხება.

 

დაბრუნდება რაფაელ ბენიტესი ჩელსიში, რომელსაც 2012/2013 წლებში ერთხელ უკვე წრთვნიდა? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.