რამოსი ათეულის კარზე აკაკუნებს 

მცველია თუ თავდამსხმელი? 

11-მეტრიანების მშვენიერმა შემსრულებელმა ეროვნულ გუნდში გატანილი უკვე 20 გოლი მოაგროვა. ეს რამოსმა ევროშესარჩევის მეოთხე ტურში, შვედეთთან (3:0) გამარჯვებისას გაახერხა და ესპანეთის ნაკრების ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეც გადავიდა. 


სკანდინავიელებთან გამართულ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს ათეულში შესვლაც შეეძლო, თუმცა პენალტის დარტყმის უფლება ალვარო მორატას დაუთმო. რამოსი ესპანელ ლეგენდებს მიშელს - ერთით, ხოლო ალფრედო დი სტეფანოს ორი გოლით ჩამორჩება.


სერხიოს კიდევ ერთი თვალისმომჭრელი მაჩვენებელი: რამოსმა უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე ბარსელონას ლეგენდებმა - ჩავიმ, ინიესტამ, პედრო, ფაბრეგასმა. 


ესპანეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 59 გოლით ვალენსიას, ბარსელონას და ატლეტიკოს ვეტერანი თავდამსხმელი დავიდ ვილაა


ლუის ენრიკეს გუნდს F ჯგუფში ოთხივე მოგება და შესაბამისად 12 ქულა აქვს, ესპანელები შემდეგ შეხვედრას 5 სექტემბერს, რუმინეთთან სტუმრად ჩაატარებენ.

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.