ამბავი, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო

438 მატჩში 451 გოლი, მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია

ზუსტად ამ დღეს, 2009 წლის 11 ივნისს კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიდან მადრიდის რეალში 80 მილიონ ევროდ გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მაშინ ბრწყინვალე ფორმაში იყო და გულშემატკივრები ბევრს მოელოდნენ, მისმა 9 წლიანმა მადრიდულმა კარიერამ კი მოლოდინს აშკარად გადააჭარბა.

 

პორტუგალიელმა ბლანკოსის მაისურით 438 მატჩი ჩაატარა და 451 გოლი გაიტანა. მხოლოდ ეს ციფრები რად ღირს იმის აღსაქმელად თუ რა პერიოდი განვლო რონალდუმ სამეფო გუნდში. უამრავი ტიტულისა და რეკორდის ავტორი, რომელმაც საკუთარი სახელი გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა.

 

9 წლის მანძილზე არაერთხელ ყოფილა ჭორები კრიშტიანუს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა 2018 წლამდე ჭორი ჭორად რჩებოდა. ალბათ რთული გასახსენებელია სეზონი, რომელიც პორტუგალიელმა ჩააგდო. მისი ტიტულებისა და მიღწევების მოყოლას არ დავიწყებთ, შორს წაგვიყვანს და ვეჭვობ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცის.

 

 

ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ამბავი, რომელიც კრიშტიანუმ 2009 წელს დაიწყო, 1 წლის წინ ზაფხულში დაასრულა. 438 მატჩში 451 გოლი ბევრ რამეზე მეტყველებს. შარშან ზაფხულს 34 წლის გოლეადორმა რეალი დატოვა და იუვენტუსში გადაბარგდა. პორტუგალიელის წასვლა ბლანკოსს პირველივე სეზონში დაეტყო. გუნდმა ჩემპიონ ბარსელონასთან 19 ქულა დათმო და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალში აიაქსთან წაგების შემდეგ გამოეთიშა. ზიდანის შეგირდებმა ვერც უეფას სუპერთასზე იმარჯვეს.

 

რონალდუ ახლა იუვენტუსისთვის ირჯება და ბიანკონერისაც კარგად შეეწყო. იტალიურ გრანდთან ერთად მეშვიდე ნომერმა 43 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.