მაკარიძემ პენალტი მოიგერია

გიორგი მაკარიძემ პორტუგალიაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. მისმა ვიტორია სეტუბალმა ავეშს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მეკარემ პენალტი მოიგერია. აქვე გეტყვით, რომ ამ სეზონში მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 8 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, ხოლო პენალტი მეორედ აიღო.

რაც შეეხება ვიტორია სეტუბალს, ქართველის გუნდმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ზედიზედ 2 მატჩი მოიგო. სეტუბალს ამ დროისთვის 19 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. 

misha misha 17 დეკემბერი 2019 -01:03