იუვენტუსის რეალური კვარტეტი  

ბებერი ქალბატონი ჩემპიონთა ლიგის მოგებას რეალის ხარჯზე აპირებს 

 

იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალის ხარჯზე გადაწყვიტა.

ბებერმა სინიორინამ იტალიის შიგნით ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისთვის კი ძალები დიდი ხანია არ ყოფნის. ბიანკონერი ევროპულ ელიტაში მყარად დაბრუნდა და ბოლო ხუთ წელიწადში ორჯერ ხელი ლიგის ვერცხლის მედალსაც გამოჰკრა, თუმცა ტიტული ჯერ არ ჩანს. 


Tuttosport-ი წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, იტალიის ბოლო 7 სეზონის ჩემპიონმა სამეფო კლუბის კიდევ 4 წამყვანი ფეხბურთელი ჩაიფიქრა. 


მარსელო (კონტრაქტი - 2022, ღირებულება 35 მილიონი), ისკო (კონტრაქტი - 2022, ღირებულება 60 მილიონი), სებალიოსი (კონტრაქტი - 2023, ღირებულება 20 მილიონი) და ხამეს როდრიგესი (კონტრაქტი - 2021, ღირებულება 50 მილიონი) ის ფეხბურთელები არიან, რომელთა დამატებითაც ზებრები ინტერესდებიან.