ვის კარს ჩაკეტავს (კეი)ლორი?

რეალი პოზიციებს არ თმობს 

 

კეილორ ნავასს რეალიდან წასვლა სურს. კოსტარიკელი მეკარე სამეფო კლუბის ძელმღვანელობას შეხვდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება სთხოვა.


რა ხდება მეორე მხარეს? ბლანკოსები ფეხბურთელის უფასოდ დათმობას და კომპენსაციის გადახდას უარობენ. მადრიდში სურთ მის სანაცვლოდ სულ მცირე 20 მილიონი მიიღონ. 


რეალი ეძებს კლუბებს, რომელიც 32 წლის გოლკიპერით დაინტერესდება. ასეთი ორია - პსჟ და მანჩესტერი.

 
ესპანური მედია გვარწმუნებს, რომ ნავასის საკითხი თვის ბოლომდე გადაწყვეტილი იქნება. ყველაზე სავარაუდო პარიზული კლუბია, ის ხომ ჯიჯი ბუფონმა დატოვა და შეიხები არც 20 მილიონზე იწუწუნებენ.

 
ნავასი რეალში 2014 წლის მუნდიალის შემდეგ გადავიდა და გუნდთან ერთად არაერთ წარმატებას მიაღწია. მათ შორის, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ასევე ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.