კოუტინიო: მოსალოდნელზე ცუდი სეზონი მქონდა

ბარსელონას შემტევი იმედგაცრუებულია 

 

ეჭვგარეშეა, რომ ფილიპე კოუტინიომ გაცემული ავანსები ჯერჯერობით ვერ გაამართლა. ბარსელონას ყველაზე ძვირმა შენაძენმა თითქმის წელიწადნახევარში 145 მილიონის სანაცვლო ვერაფერი გააკეთა და 21 გოლსა და 11 საგოლე პასს დასჯერდა. 


საკუთარი თამაშით არც თავად ბრაზილიის ნაკრების წევრი ამაყობს და იმედგაცრუებულია. 


"საუკეთესო სეზონი არ მქონია. ჩემი თამაში იმაზე ცუდი იყო, ვიდრე ხალხი მოელოდა. პირველ რიგში თავდაჯერებულობა უნდა დავიბრუნო, მერე კი მაქსიმალურად ვიშრომო",-ამბობს 26 წლის შემტევი Marca-სთან ინტერვიუში. 


კოუტინიომ დასრულებულ სეზონში განსაკუთრებული ვერაფერი შექმნა და მწვრთნელის ნდობაც დაკარგა. ვალვერდემ მას შესაძლებელი 4 860 წუთიდან 3 345 მისცა. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.