შოტლანდიასთან სახეცვლილი

ჯგუფში მესამე ადგილისთვის

არგენტინაში მიმდინარე 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე რაგბში ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები მოახლოვდა, რომელშიც საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ როსარიოშია დაგეგმილი და ის თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. 

 

შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები „გ“ ჯგუფში თამაშობენ, სადაც მათ პირველი ორი მატჩი შესაბამისად ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან წააგეს. შოტლანდიის ნაკრებიც ჯგუფის დასკვნით მატჩს ორი მარცხით ხვდება.

 

გამარჯვებული „გ“ ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებს და შემდეგ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

 

შოტლანდიასთან დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრები სახეცვლილი გამოვა. სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა გადაახალისა და ჯამში 10 ცვლილება იგეგმება. 5 ხაზში და ამდენივე შერკინებაში. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე ძალების გადანაწილება აუცილებელია და ალბათ ეს როტაციაც ამით არის განპირობებული.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.