ნოიერმა 40 წლიანი რეკორდი მოხსნა

მანუელ ნოიერმა ეროვნულ ნაკრებში ახალი რეკორდი დაამყარა

ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე გერმანიამ  ესტონეთს  უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძელთა სასარგებლოდ 8:0 დასრულდა. მანუელ ნოიერმა ეროვნული გუნდის მაისურით კარი მშრალად 37-ე მატჩში შეინახა, რაც რეკორდია. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული რეკორდი 40 წლის მანძილზე ზეპ მაიერს ეკუთვნოდა. რაც შეეხება ნოიერს, გერმანელს ეროვნულ გუნდში 88 შეხვედრა მოუგროვდა.

 

სათქმელია, რომ ნოიერს რეკორდის დამყარება არ გასჭირვებია. ესტონელებმა კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყეს. რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ლიოვის შეგირდებმა მიმდინარე შესარჩევში, მესამე გამარვჯება იზეიმეს. გერმანია 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ბუნდესნაკრები ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.