მბაპე უკმაყოფილოა

მბაპეს მეასე გოლი და უკმაყოფილება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ლიდერი კილიან მბაპე, რომელმაც ანდორას წინააღმდეგ კარიარეში მე-100 გოლი გაიტანა, მაინც უკმაყოფილოა. ამის მიზეზი მადრიდის რეალში მისი სავაურადო ტრანსფერია, რომელზეც ბევრი იწერება.

 „ახლა რეალზე საუბრის დრო არაა, თქვენ ყოველთვის ერთი და იმავეს მეკითხებით, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ცუდი მომენტია.“ - განუცხადა ფრანგმა AS-ს.

 

რაც შეეხება მბაპეს 100 გოლს, 87 ბურთი მან საკლუბო დონეზე შეაგდო, 13 კი საფრანგეთის ნაკრებში.

 

ანდორასთან გამარჯვების შემდეგ საფრანგეთს 9 ქულა დაუგროვდა. საგულისხმოა, რომ H ჯგუფში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. მამლების მსგავსად 9-9 ქულა აქვთ თურქეთსა და ისლანდიასაც, თუმცა ჯერ-ჯერობით ურთიერთშეხვედრებიდან გამომდინარე პირველ ადგილზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.