კობახიძემ ტორპედო დატოვა

კობახიძეს კარიერა ქუთაისიდან ბათუმში გრძელდება

მამუკა კობახიძემ ქუთაისის ტორპედო დატოვა. 26 წლის ცენტრალური მცველი კარიერას  ბათუმის დინამოში გააგრძელებს.

კობახიძე ქუთაისის ტორპედოს 2018 წელს შეუერთდა. მანამდე ეროვნულ  ლიგაში ჯერ თბილისის ლოკომოტივის, შემდეგ რუსთავის ღირსებას იცავდა. უფრო ადრე  კი, სხვადასხვა დროს თამაშობდა ზესტაფონის და გორის დილას შემადგენლობაში.

 

რაც შეეხება მის უცხოურ კარიერას 2012-2013 წლებში გამოდიოდა ვლადიკავკაზის ალანიაში, 2014-2015 წლებში ყაზანის რუბინში, ხოლო ყაზანიდან მორდოვია სარანკს შეუერთდა, სადაც ერთი წელი გაატარა. საქართველოში დაბრუნებამდე  მისი ბოლო უცხოური კლუბი ნეფტეხიმიკი იყო და იქ  2017 წლის ბოლომდე თამაშობდა.

 

მოგეხსენებათ, ქუთაისის ტორპედოში ფინანსური კრიზისია, ფეხბურთელები თვეების განმავლობაში კუთვნილ ჯამაგირს ელოდებიან. საინტერესოა რამდენად უკავშირდება ეს ტრანსფერი მიმდინარე პრობლემებს და კიდევ ვინ დატოვებს ქუთაისს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.