ბაიერნი ნახევარდაცვის ტანდემს შლის

მიუნხენის ბაიერნში შესაძლოა სეზონის ბოლოს რობენი-რიბერის ტრადიციული დუეტი დაიშალოს და ორივე ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს.

 

გამოცდილ ფრანგ და ჰოლანდიელ ნახევარმცველებს, რომლებმაც გოლების გატანა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში ბენფიკას კარში შეძლეს, bild-ის ინფორმაციით კლუბისგან ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ შეთავაზება ამ მომენტამდე არ მიუღიათ. გამოცემის მასალაზე დაყრდნობით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას ამის სურვილიც არ აქვს.

 

ბავარიული გრანდის მიზნებში გუნდის გაახალგაზრდავება შედის და სწორედ ამიტომ 35 წლის რიბერისა და 34 წლის რობენის გაშვებას აპირებს. 

 

რიბერი ბაიერნში 2007, ხოლო რობენი 2009 წლიდან თამაშობს, მათ კლუბისთვის შესაბამისად 118 და 143 გოლი აქვთ გატანილი, ერთად კი 7-ჯერ ბუნდესლიგის, 4-ჯერ გერმანიის თასის, 5 ქვეყნის სუპერთასის, თითო-თითო ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლეს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.