ტოკიო დაასუფთავეს

სერფინგი ოლიმპიური დებიუტის მოლოდინშია

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სერფერთა და აფროსანთა სარბიელი გარემოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნაგვისგან გაწმინდეს. 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლებს შესაბამისი აქციით სურდათ საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინათ პლასტიკური ნარჩენებისგან ოკეანიის დაბინძურების პრობლემაზე.
 

ცურიგასაკისა და ენოშიმას სანაპირო ზოლის დალაგების აქციაში დაახლოებით 150 მოხალისე მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ძირითადად სერფერები და სტუდენტები, რომლებიც ხუთ ჯგუფად განაწილდნენ. შეგროვდა 45 კილოგრამამდე პლასტმასის ბოთლი და პოლიეთილენი. 

 

ტოკიოში სერფინგის ოლიმპიური დებიუტი შედგება, რომელიც ხუთრგოლიან კალენდარში 2020 წლის 26-29 ივლისაა ჩანიშნული.