სულშერი დაცვის გაძლიერებას აპირებს

წითელი ეშმაკები სოლიდური თანხის გადახდასაც არ მოერიდებიან

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს, ოლე გუნარ სულშერს დაცვის გასაძლიერებლად მსუყე თანხის დახარჯვა სურს. საქმე იმაშია, რომ ნორვეგიელს ჰარი მაგუაიერისა და აარონ ვან-ბისაკას შეძენა აქვს მოწადინებული.

 

გუნდს მალე ანტონიო ვალენსია დატოვებს, გარდა ამისა წითელმა ეშმაკებმა პრემიერლიგის ბოლო გათამაშებაში 54 გოლი გაუშვეს, რაც რა თქმა უნდა მანჩესტერის დონის გუნდისთვის ძალიან ცუდი შედეგია. 

 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ გრანდს პაულო დიბალას, კრისტიან ერიკსენისა და კალიდო კულიბალის შეძენაც სურს. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.