გიუნდოგანს სიტის დატოვება არ უნდა

გიუნდოგანი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

 მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი კლუბის შეცვლას არ აპირებს. აღნიშნულ თემაზე საყრდენმა გერმანულ Kicker-თან ისაუბრა.

 

„დორტმუნდში დაბრუნება?  ამაზე არაფერი მსმენია და არც არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

 

სიტისთან კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელია. ზაფხულში ჩემი ხელშეკრულების შესაძლო გახანგძლივებას განვიხილავთ, ვნახოთ რა იქნება. სიტიში თავს კარგად ვგრძნობ და გუნდის დატოვებას არ ვაპირებ“ - განაცხადა გიუნდოგანმა.

 

გასულ სეზონში ქალაქელთა შუახაზელმა 49 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.