სნიკერსის ქამარი

ჯოშუას მცემელი შოკოლადის მოყვარული ყოფილა

ენდი რუის ჯუნიორმა თავის კოლექციას კიდევ ერთი საჩემპიონო ქამარი შემატა. 29 წლის მოკრივემ, რამდენიმე დღის წინ, უდიდესი სენსაცია გამოაცხო და ენტონი ჯოშუა დაამარცხა. ბრიტანელთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ რუისი WBA-ის, WBO-ს და IBF-ის ეგიდით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

 

მოკრივეების უმრავლესობისგან განსხვავებით ენდი მკაცრ დიეტაზე არ იმყოფება და „სნიკერსის“ დიდი მოყვარულია. იყო დრო, როცა მას  ტვიტერის საკუთარი გვერდის პროფილზე  სნიკერსის ლოგო ჰქონდა განთავსებული.

 

 

ჯოშუას დამარცხების შემდეგ ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა მას გამარჯვება სოციალურ ქსელებში მიულოცეს: "კიდევ ერთხელ გილოცავთ ენდი. გამარჯვება ისეთივე ტკბილია, როგორც ის პაკეტი, რომელსაც ახლა გიგზავნით“.

 

ენდის ქომაგებს დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდათ მათი კუმირი „სნიკერსისგან“ რას მიიღებდა. რუისმა ყველაფერს ფარდა რამდენიმე საათის წინ,  ინსტაგრამზე  გამოქვეყნებული პოსტით ახადა და როგორც ჩანს  სნიკერსის  საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.