გრიზმანი: არ ვიცი ლა ლიგაში დავრჩები თუ არა

პირველი ივლისიდან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონამდე შემცირდება

ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის შემდეგ, სადაც საფრანგეთმა ანდორა 4:0 დაამარცხა, ანტუან გრიზმანმა მის მომავალთან დაკავშირებით  ისაუბრა:

 

“გადაწყვეტილების მიღება ჯერ ადრეა. უნდა მოითმინოთ, სანამ ჩემს მომავალზე გაიგებთ.

ყველაზე მეტად სწორედ მე მსურს ვიცოდე თუ როგორ გაგრძელდება ჩემი კარიერა. ჯერ ისიც არ ვიცი ესპანეთში დავრჩები თუ არა.  დაახლოებიბთ ორ კვირაში ყველაფერი ცნობილი იქნება. მსურს ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნება მივიღო.“ – განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.

 

გრიზმანს კონტრაქტი ატლეტიკოსთან აკავშირებს. პირველი ივლისიდან, მისი გამოსასყიდი თანხა 200-დან 120 მილიონამდე შემცირდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგ ფეხბურთელს ბარსელონასა და პსჟ–ს უკავშირებენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.