ლეგენდის შესაძლო დაბრუნება

ლონდონის ჩელსის საკუთაარი ლეგენდის იმედი აქვს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველის რიო ფერდინანდის თქმით, ჩელსისთვის იდეალური ვარიანტი იქნება თუ ფრენკ ლამპარდი ლონდონური კლუბის მწვრთნელი გახდება . ფერდინანდმა ლამპარდი გვარდიოლას სტილის მწვრთნელად შერაცხა.

 

ფერდნინანდმა, ლურჯების ყოფილი ლეგენდალური ნახევარმცველის წლევანდელი  სეზონი ჩემპიონშიპის ბინადარ დერბი ქაუნთრში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ლამპარდი  ყველაზე ღირსეული კანდიდატია სტემფორდ  ბრიჯის უფროსის სკამისთვის.

 

 მაურიციო სარის რთული პერიოდი უდგას და უცხოური მედიის ინფორმაციით ჩელსის მესვეურები ლამპარდის სახით  ემოციურ დაბრუნებას გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ლამპარდი ვესტ-ჰემიდან  ჩელსიში 2001 წელს გადავიდა და არისტოკრატებში  13 სეზონი გაატარა. ამ პერიოდში მან უამრავი ტიტული მოიგო და გუნდის ლეგენდად იქცა. მისი სამწვრთნელო კარიერა დერბი ქაუნთში 2018 წელს დაიწყო და ახალ ამპლუაში თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინდა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.