ლუკაკუს იტალიაში თამაში სურს

"კონტე მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია" – რომელუ ლუკაკუ

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს სერია ა-ში თამაშის პერსპექტივა ძალიან ხიბლავს.  ბელგიელ ფეხბურთელს ანტონიო კონტე მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტად მიაჩნია:

 

„სერია ა-ში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. ხომ ნახეთ, რონალდუ და ანჩელოტი იტალიაში წავიდნენ, სავარაუდოდ სარიც იუვენტუსში დაინიშნება.

 

 რა შემიძლია კონტეზე ვთქვა? ის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და კარგია რომ ინტერი ჩაიბარა. ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მივიღე, მაგრამ კონტრაქტს პატივს ვცემ და მასზე საჯაროდ არ ვისაუბრებ. ამჟამად ხელშეკულება მანჩესტერთან მაკავშირებს და ყველაფერი მათ ხელშია. როგორც კლუბს, ასევე ჩემს აგენტს დაველაპარაკები და საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ. დარწმუნებული ვარ ცხელი ზაფხული გველოდება“ – განაცხადა რომელუ ლუკაკუმ.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.