მაკინროი: ფედერერი ნადალს უნდა უმადლოდეს

ამერიკელმა ლეგენდამ როჯერზე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა

როჯერ ფედერერს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ არა მხოლოდ თანამედროვეობის, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ყველაფერზე ხომ შვეიცარიელის მიერ მოგებული ტიტულების რაოდენობა მეტყველებს. მარტო 20 დიდი სლემის ჯილდო რად ღირს.

 

ჯონ მაკინროის წარდგენა კი ჩოგბურთის მოყვარულებს ალბათ არ უნდა სჭირდებოდეს. ამერიკელმა მეჩოგნემ თავის დროზე სამეფო სპორტში უდიდესი კვალი დატოვა. ის დიდი სლემების შვიდგზის ჩემპიონია. 

 

ჰოდა, მაკინროიმ ფედერერთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

 

„როჯერი იდეალურია. ის ყველგან უყვართ, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. ვფიქრობ, ფედერერი ყველაფერს ნადალს უნდა უმადლოდეს. ფედერერი ყველგან დომინირებდა, სანამ რაფა არ გამოჩნდა. როდესაც მან თავის პრინციპულ მეტოქესთან წაგებები დაიწყო, ის უფრო ადამიანური გახდა და ხალხმაც მეტად შეიყვარა“ - ამბობს მაკინროი.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.