დე როსი შესაძლოა ბოკაში გადავიდეს

ნიკოლას ბურდისო დე როსის ბოკაში გადასვლას ურჩევს

დანიელე დე როსის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი დაიწერა, რასაც „ცენტურიონის“ ყოფილი თანაგუნდელი, ნიკოლას ბურდისო გამოეხმაურა:

 

„არ ვიცი საიდან წარმოიშვა ეს ჭორები, თითქოს დე როსი ბოკაში არ გადავა. არგენტინულ კლუბს ყოველთვის მოსწონდა მისი თამაში და ეს წინადადება თავად ფეხბურთელისთვისაც საინტერესოა. დანიელეს პირადად ვესაუბრე და მთხოვა თვის ბოლომდე მომეცადა.“ – განაცხადა არგენტინელმა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.