პუიოლი: საერთოდ ყურადღებას არ მაქცევდნენ...

ვინ უფრო უხერხულად გრძნობდა თავს?

ბარსელონას ყოფილი კაპიტანი და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი აგერ უკვე 5 წელია უქმობს. მან, თავისი დიდებული საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა. პუიოლმა ბარსელონასთან ერთან ჩემპიონთა ლიგა რამდენჯერმე მოიგო, ხოლო სანაკრებო დონეზე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა.

 

 

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ პუიოლი დამსახურებულ პენსიაზეა და დროსაც დიდებულად ატარებს. აგერ, ის ეკვადორში, ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფება და განცხრომას მისცემია. იგუანებთან ერთად ფოტოც გადაიღო და ინსტაგრამშიც ატვირთა. „სალამი, ჩემს მეგობარ იგუანებთან ერთად. მართალია, ისინი ყურადღებას არ მაქცევენ, მაგრამ მაინც“ - წერს 41 წლის ყოფილი ფეხბურთელი.

 

ისე, ფოტოს თუ კარგად დააკვირდებით აღმოაჩენთ, რომ დიდი ზომის ხვლიკები გაცილებით მნიშვნელოვანი საქმით არიან დაკავებულნი, ვიდრე პუიოლთან ურთიერთობაა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.