ოქროს ბურთის ციებცხელება

2006 წლის გამეორება?

ლივერპულის კედელი ვირჯილ ვან დაიკი, ბარსელონას არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი და იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც 2018/2019 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები არიან.

 

ლუკა მოდრიჩი 2018 წლის ოქროს ბურთის მფლობელი გახდა, მან ამით შეწყვიტა მესისა და რონალდოს ათწლიანი დომინაცია. მაგრამ ეს იქნება საკმარისი?

 

რონალდუმ და მესიმ, ორივემ 5 ოქროს ბურთი მოიგო, მაგრამ ისინი წელსაც ფავორიტთა სიაში არიან. ლივერპულის ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი, რომელიც პრემიერლიგაში გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი  გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

 

2018/2019 წლების სეზონმა ლა ლიგაში ვერ გამოავლინა, უშუალო კონკურენცია მესისა და რონალდუს შორის. ამის გამო ექსპერტები თვლიდნენ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებულის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა. ორივე მათგანისთვის წლევანდელი სეზონის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლდათ. მესიმ წინასასეზონოდ განცხადებაც კი გააკეთა და კამპ ნოუს კაპიტნის სიტყვა მისცა, რომ ყველაზე პრიორიტეტული ევროპული ტიტული მათ გადაეცემოდათ. რონალდუს შეძენა კი სერიოზული განაცხადი იყო იუვენტუსის მხრიდან, ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის მისაღწევად. საბოლოოდ მესიც და რონალდუც შიდა ჩემპიონატის ტიტულებს დასჯერდნენ.

 

 

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა დამსახურებულად მოიგო, მათ ნახევარფინალში, დრამატულ ორმატჩიან დუელში  ბარსელონა დაამარცხეს, შემდეგ კი ფინალში ტოტენჰემს შანსი არ დაუტოვეს. ვან დაიკი, კლოპის გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენდა მთელი სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე. ასევე კარგად წარმოაჩინა თავი ერთა ლიგის გათამაშებაში, სადაც მის ჰოლანდიას ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალში პორტუგალიასთან. მაგრამ გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ ცენტრალურ მცველებს და ზოგადად დაცვითი ყაიდის ფეხბურთელებს ოქროს ბურთის მოგება უჭირთ. ასეთი ფაქტი დაფიქსირდა 2006 წელს, როდესაც ოქროს ბურთის გამარჯვებულად ფაბიო კანავარო დასახელდა. მას ზურგს უმაგრებდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და 2005/2006 წლების სეზონის სერია ა-ს ოქროს მედალი იუვენტუსთან ერთად.

 

ლიონელ მესის შანსი, გახდეს 2019 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული, ძალიან დიდია. მიუხედავად განცდილი მარცხისა, ჩემპიონთა ლიგაში და კოპა დელ რეის ფინალში, მან შეძლო ოქროს ბუცის მიღება, გაიტანა რა, 36 გოლი წლევანდელ სეზონში. მოახლოებული კოპა ამერიკის გათამაშება დიდ როლს ითამაშებს მესისთვის, განიმტკიცოს მეექვსე ოქროს ბურთი.

 

იუვეს ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გახდა საუკეთესო მეგოლე საკუთარი გუნდის, მართალია ეს არ იყო საკმარისი სერია ა-ს ბომბრადირობისთვის, მაგრამ განსხვავებით მესისა და ვან დაიკისგან, მან მოახერხა, სანაკრებო დონეზე წარმატების მიღწევა და გახდა ერთა ლიგის გამარჯვებული პორტუგალიასთან ერთად.

 

ფავორიტთა ამ სამეულს მოსდევს მოჰამედ სალაჰი, რომელიც ასევე ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორია. გარდა ამისა, გახდა პერემიერლიგის ბომბარდირი პიერ-ემენიკ ობამეიაანგთან და მის თანაგუნდელ სადიო მანესთან ერთად. აფრიკის ერთა ლიგის გათამაშებამ  შესაძლოა გაზარდოს სალაჰის შანსები ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.