ბუფონს პორტოში გადასვლა სურს

ჯიჯის პორტოში გადასვლა სურს, თუმცა კლუბთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონია.

მართალია ჯანლუიჯი ბუფონი პსჟ-დან წავიდა, თუმცა ასაკის (41) მიუხედავად კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. ევროპული პრესის ინფორმაციით, იტალიელის დამატება პორტუს სურს.  როგორც ჯიჯის აგენტი, სილვანო მარტინა აცხადებს, დრაკონებთან პირდაპირი კოტაქტი ჯერ არ ჰქონიათ:

 

“პორტოსთან საუბარი არ გვქონია, თუმცა ჯიჯის ეს ვარიანტი ძალიან ხიბლავს.  ჩვენ დიდი ისტორიის მქონე კლუბზე ვსაუბრობთ, რომელიც ამავდროულად ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს“ – განაცხადა ბუფონის აგენტმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.