დე ლიხტი პსჟ-ს უახლოვდება

ჰოლანდიელის ამბავი თითქმის გადაწყვეტილია

ჰოლანდიელი მცველი მატიას დე ლიხტი კარიერას დიდი ალბათობით პსჟ-ში გააგრძელებს. ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ფეხბურთელსა და გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია. იტალიელის ცნობით, დე ლიხტის აგენტი მინო რაიოლა პარიზშია და გუნდის მესვეურებს ხვდება.

 

19 წლის მცველმა აიაქსში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. დე ლიხტისთვის ბრძოლაში პსჟ-ს ყველაზე რეალური კონკურენტი ბარსელონა გახლდათ. თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ ჰოლანდიელს კარიერა ბლაუგრანაში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა როგორც ხედავთ ასე არ მოხდება.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.