ბარსელონას მწვრთნელს ვინ კითხავს...

დახლი გაშლილია

ივან რაკიტიჩი, ფელიპე კოუტინიუ, სამუელ უმტიტი, იასპერ სილესენი, მალკომი, დენის სუარესი, ანდრე გომესი, ნელსონ სემედო - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც, ესპანური მარკას ცნობით,  ახალი სეზონის დაწყებამდე ბარსელონას დატოვება მოუწევთ. 

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ამ რვა ფეხბურთელთან განშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აიაქსისდან ფრენკი დე იონგი შეიგულა, ხოლო მატეი დე ლიხტი და ატლეტიკოდან ანტუან გრიზმანის გადასვლა ფაქტობრივად გადაყვეტილი აქვს. ხსენებული სამი ფეხბურთლის სანაცვლოდ გადასახდელი ფული და ზედ დამატებული ანაზღაურება ბევრნულიან ციფრს უტოლდება. ერთბაშად რვა ფეხბურთელის გასხვისება კი საკლუბო ბიუჯეტში ფრიად სოლიდურ თანხას მოაგროვებს ...

 

ფელიპე კოუტინიუს დაბრუნებას ისევ ინგლისში ელიან. მისი სამსახური ჩელსის და მანჩესტერს სურთ. ამობენ, ბრაზილიელი ეგებ ლივერპულშიც მიბრუნდესო, მაგრამ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით იურგენ კლოპს ჯერ არაფერი უთქვამს. შეგახსენებთ, რომ კოუტინიუ ბარსაში სწორედ ლივერპულიდან 145 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელი შემტევის სახელს უკავშირებენ ასევე ფრანგულ პსჟ-ს.


კატალონიელებს თუ დე ლიხტის ტრანსფერი გამოუვიდათ, მაშინ უკვე სემუელ უმტიტის გასხვისებას სიხარულით დათანხმდებიან და მის სანაცვლოდ ოღონდ ფული აიღონ, ფრანგს იქნებ, მთლად ჩალის ფასადაც შეელიონ. 

 

ივან რაკიტიჩი, რომლის გაშვების სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა ბარსელონას თავკაცი ერნესტო ვალვერდე, თუ მაინც წავიდა, მანჩესტერში წავა. ოლე გუნარ სულშერს რაკიტიჩის ხსენებაზე თურმე სულ ელეთ-მელეთი მოსდის და დღედაღამ ხორვატი ფეხბურთელის ყიდვაზე ლაპარაკობს. ვალვერდეს საპასუხოდ კი ბარსელონას ხელმძღვანელობა ამბობს, ინგლისელებმა მთავარია იმდენი გადაიხადონ, კლუბის ინტერესი დაკმაყოფილდეს და მწვრთნელს  გადაწყვეტილების სისწორეში როგორმე დაარწმუნებენ. 

ანდრე გომესმა და დენის სუარესმა წინა სეზონი შესაბამისად ევრეტონში და არსენალში იჯარით გაატარეს და სავარაუდოდ იქვე დარჩებია. სხვათა შორის, გომესის გადაბირება ვესტ ჰემსა და ტოტენჰემს სურდათ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ლივერპულიდან წასვლა არ ისურვა. 

 

ბარსელონას ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენის აყვანაც მანჩესტერს სურს. მას სულშერი დავიდ დე ხეას შემცვლელად განიხილავს.  

ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა ბარსელონას უახლოეს პერიოდში დატოვებენ ასევე ტომას ვერმალენი, ჯეისონ მურილიო და კევინ პრინც ბოატენგი... მოკლედ, დახლი გაშლილია, ბარსელონა კლიენტებს ელის.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.