მესი-რონალდუზე სწრაფი

20 წლის მბაპეს მე-100

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ევრო 2020-ს შესარჩევ ეტაპზე გამოდის. საფრანგეთის ნაკრებმა მეოთხე ტურში ანდორა სტუმრად - 4:0 გაანადგურა. 


შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. 20 წლის ტალანტმა ანტუან გრიზმანის პასის შემდეგ მცველები დაჩაგრა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. 


ეს პსჟ-ს თავდამსხმელისთვის ეროვნულ გუნდში მე-13, ხოლო კარიერაში გატანილი მე-100 გოლი იყო. 
პროფესიონალურ კარიერაში მბაპეს 180 მატჩი და 3 საკლუბო სეზონი აქვს ჩატარებული. საკლუბო დონეზე, კილიანის ანგარიშზე 87 გოლია, აქედან 27 ბურთი მან მონაკოს, ხოლო 60 პარი სენ-ჟერმენის მაისურით შეაგდო. 


ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა ასგოლიან მაჩვენებელს უფრო პატარა ასაკში უწია, ვიდრე ოქროს ბურთის ხუთ-ხუთჯერ მომგებმა ფეხბურთელებმა, ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ. 


მბაპემ მე-100 გოლი 20 წლის და 173 დღის ასაკში გაიტანა. არგენტინელმა ეს 22 წლის და 356 დღისამ, ხოლო პორტუგალიელმა 22 წლის და 97 დღის ასაკში შეძლო. 


შეგახსნებთ, მბაპე 33 გოლით ლიგა 1-ის დასრულებული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და "ოქროს ბუცის" დავაში მეორე ადგილი დაიკავა. 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.