იოვიჩი: ბენზემა მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია

ლუკა ივოჩი: ყველაზე ბედნიერი ვარ

გასულ სეზონში, ახალგაზრდა სერბი ფეხბურთელი,  ლუკა იოვიჩი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მან ბუნდესლიგაში 17, ევროპის ლიგაზე კი 10 გოლი გაიტანა. ეს ყველაფერი მადრიდის რეალს არ გამორჩენია და აინტრახტის ფორვარდი 60 მილიონ ევროდ შეიძინა.

 

იოვიჩმა მადრიდში გადასვლის შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, რეალში მისი კონკურენტი  კარიმ ბენზემა იქნება:

 

„ბენზემა მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდია და იმედი მაქვს მისგან ბევრს ვისწავლი. ჩვენ ერთად თამაში შეგვიძლია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ზიდანის გადასაწყვეტია. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან საუკეთესო კლუბში მოვხვდი. მადრიდის რეალში თამაში დიდი პატივია და მინდა კლუბში თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო“ – განაცხადა სერბმა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.