მორიგი იმედგაცრუება

ბასილაშვილმა კვლავ ჩააფლავა

რა ხდება ნიკოლოზ ბასილაშვილის თავს? ფაქტია, რომ ქართველი მეჩოგნე ცუდ სეზონს ატარებს და უსუსურად გამოიყურება. ვეჭვობთ მის ქომაგობაში ვინმე შეგვეჯიბროს, მაგრამ სათქმელიც უნდა ითქვას. მსოფლიოს რეიტინგში ოცეულში რომ ხარ მეტი მოგეთხოვება. 

 

უკვე მერამდენე ტურნირია, ბასილაშვილი გულშემატკივრებს იმედებს უცრუებს და პირველივე წრეში მარცხდება. ტოპ ჩოგბურთელებთან წაგებას ვინ ჩივის, ლამისაა ვისაც არ ეზარება ყველამ მოუგოს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მას კორტზე ყოფნა არ სურს და ძალდატანებით თამაშობს. 

 

მოკლედ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მორიგი ტურნირი ჩააფლავა. ამჯერად უკვე შტუდგარტში, ბალახის საფარზე. მარტონ ფუქსოვიჩი ჩვენებურისთვის მეტისმეტად უხერხულ მეტოქედ იქცა. უნგრელმა ჩოგბურთელმა, ბასილაშილს უკვე მეოთხედ აჯობა. მართალია, პირველი სეტი ნიკამ ტაიბრეიქზე მოიგო, მაგრამ შემდეგ ყურები ჩამოყარა და 2:6, 5:7 წააგო.

 

აშკარაა, რომ ბასილაშვილს თამაშის ხარისხი გამოსასწორებელი აქვს. წინ უიმბლდონი და სხვა მნიშვნელოვანი ტურნირებია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.