გვილია პოლონურ გრანდში?

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით ექსტრაკლასას ტიტულოვანი კლუბი დაინტერესდა  

პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შესაძლოა ექსტრაკლასას ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ ვარშავის ლეგიაში გადაბარგდეს.

 

slask.eska.pl ქართველი ლეგიონერის შესახებ წერს: „გორნიკიდან დანი სუარესთან ერთად ვაკო გვილიაც მიდის. შვეიცარიული ლუცერნიდან განათხოვრებულმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მისი მომავალი სანაკრებო შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდებოდა ცნობილი. მას გორნიკთან კარგი კონტრაქტი ჰქონდა, თუმცა ის ლუცერნის ფეხბურთელია. სამშაბათ საღამოს გვილიამ გვითხრა, რომ ის გორნიკის შემოთავაზების განხილვას არ აპირებს და მას უკეთესი ვარიანტი აქვს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გვილიას ახალი დამსაქმებელი უკვე ჰყავს და ეს ვარშავის ლეგიაა.

 

პოლონეთში წერენ იმასაც, რომ გვილიათი უნგრეთის მოქმედი ჩემპიონი ფერენცვაროში ინტერესდება, სადაც ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი ლაშა დვალი გამოდის.

 

ვარშავის ლეგია პოლონეთის 13-გზის ჩემპიონია. მცირე ხნის წინ დასრულებულ სეზონში დედაქალაქურმა კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა. ლეგიაში აქამდე ვაკო ყაზაიშვილს და ვლადიმერ დვალიშვილს უთამაშიათ.

 

25 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში მიმდინარე წლის იანვარში გაანათხოვრეს, თვის ბოლოს კი მას ლუცერნში დაბრუნება უწევს.

 

გვილიას, რომელსაც აქამდე უკრაინულ მეტალრუგში, მინსკსა და ბორისოვის ბატეში უთამაშია, საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.